სკოლა და მუზეუმი

მიზანი

  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;
  • საგანმანათლებლო საქმიანობაში მუზეუმების ჩართვის ინიცირება;
  • წინანდლის სახლ-მუზეუმის ბაზაზე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის მუზეუმისა და სკოლის თანამშრომლობის მოდელის შექმნა;

პროგრამის აღწერა

პროექტის პირველ ეტაპზე მუზეუმის ბაზაზე შეიქმნება სკოლისა და მუზეუმის ურთერთთანამშრომლობის მოდელი და მოხდება მისი პილოტირება. მეორე ეტაპი მოიცავს საინფორმაციო კამპანიას - მოდელის გაცნობას სხვა სკოლებისა და მუზეუმებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემა, რომლებშიც აღწერილი იქნება წარმატებული გამოცდილება (წინანდლის მაგალითზე) და ის ინსტრუმენტები, რომლითაც პედაგოგებს საშუალება მიეცემათ განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები მუზეუმში. პროგრამა საშუალებას მისცემს სკოლებს დანერგონ სწავლა-სწავლების პროცესში ახალი მეთოდები და გახადონ იგი უფრო სახალისო მოსწავლეთათვის.



Bookmark and Share