განათლების კვირეული


მიზანი:
საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა; განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგება ფართო აუდიტორიის წინაშე; ახალი პროგრამების განახლება და საპროექტო იდეების გენერაცია.

პროგრამის აღწერა

წინანდლის საგანმანათლებლო კვირეული წარმოადგენს სახლ-მუზეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას.
კვირეული ფარგლებში განხორციელდე აქტივობები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის:
  • შემაჯამებელი კონფერენცია მოსწავლეთათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შიდა სასკოლო კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები;
  • კონფერენცია პედაგოგთა და განათლების სისტემის მუშაკთათვის. აღნიშნული კონფერენციის მიზანია წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ თემების წამოწევა და მათი განხილვა. სამუზეუმო და ზოგადად პედაგოგიკაში არსებული ძველი მეთოდების განვითარება და ახლის ძიება. საგანმანათლებლო სფეროში არსებული აქტუალური პრობლემების დასმა და მათი გადაჭრის გზების ძიება. სახლ-მუზეუმის პროგრამების ანალიზი და ახალი პროექტების შემუშავება;
  • სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება განხორციელებული კვლევების და სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის ანგარიშები;
  • ექსკურსიების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების შედეგად შექმნილი თვალსაჩინოებების გამოფენა;
  • გამომცემლობებთან შეთანხმებით სასწავლო ლიტერატურის გამოფენა;
  • სკოლების მიერ თავიანთი შიდა სასკოლო პროექტების პრეზენტაციები.


Bookmark and Share