წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის მისიაა:
მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (მეთოდების) დანერგვა და ...
ცენტრი გთავაზობთ საექსკურსიო სასწავლო გეგმასა და მარშრუტებს იმისათვის, რომ თქვენი ვიზიტი კახეთის რეგიონში კიდევ უფრო ხალისიანი და შინაარსიანი გახდეს...
ცენტრი გეგმავს და ახორციელებს არაერთ საინტერესო პროგრამას, რომელშიც ყველას შეუძილა მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გამოთქვამთ ამ პორიგრამებში ჩართვის სურვილს...
ცენტრი გეგმავს და ახორციელებს არაერთ საინტერესო პროგრამას, რომელშიც ყველას შეუძილა მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გამოთქვამთ ამ პორიგრამებში ჩართვის სურვილს...
მოგესალმებით!
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ვებ-გვერდზე! აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძბებისა და აქტივობების შესახებ. ასევე, ჩვენს გვერდზე მოცემულია სასარგებლო რესურსები პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მოცემული რესურსები სასარებლო იქნება თქვენი საქმიანობისათვის.
საგანმანათლებლო სალონი უნდა წარმოადგენდეს სკოლების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების კლუბურიტიპის, ორივე მხარისათვის ხელსაყრელ გაერთიანებას. საგანმანათლებლოსალონის წევრები უნდა სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებითა და შეღავათებით სახლ-მუზეუმთან ურთიერთობაში. ხოლო, თავის მხრივდაწესებულებები უნდა იღებდნენ ვალდებულებას გარკვეული აქტივობებისგანხორციელებასა და/ანმონაწილეობაზე (მაგ. ექსკურსიების მოწყობა წინანდალში, კონფერენციაში მონაწილეობა და ა.შ.).
ძირითადი საქმიანობა
სალონი თავის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებსშემეცნებით-საგანმანათლებლოპროექტებს, ატარებდეს კონკურსებსა და ტრენინგ-სემინარებს.არის ინიციატორიდა ორგანიზატორი ხელოვნების თანამედროვე მოღვაწეთა და სკოლის მოსწავლეთა შეხვედრების, ლიტერატურული საღამოების, კონკურსების, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების. გასცემს სიგელებსა და სერტიფიკატებსპროგრამაში ყველაზე აქტიურად ჩართულისკოლებისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
სალონის წევრობა
წინანდლის საგანმანათლებლო სალონში გაწევრიანებახდება, მხოლოდ წევრობის მსურველი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ და არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების სურვილზე დამოკიდებული. წევრობისათვის აუცილებელი პირობები არის მარტივი და ადვილად მისაღწევი (მაგ. შიდა სასკოლოკონფერენციის მოწყობა წინანდალზე, წინანდლის საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობა და ა.შ.)
საზოგადოების ინფორმირებულობისხარისხის გაზრდა; განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგება ფართო აუდიტორიის წინაშე; ახალი პროგრამების განახლება და საპროექტო იდეების გენერაცია.
პროგრამის აღწერა
წინანდლის საგანმანათლებლო კვირეული წარმოადგენს სახლ-მუზეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას.
კვირეული ფარგლებში განხორციელდე აქტივობებისხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის:
შემაჯამებელი კონფერენცია მოსწავლეთათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შიდა სასკოლო კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები;
კონფერენცია პედაგოგთა და განათლების სისტემის მუშაკთათვის. აღნიშნული კონფერენციის მიზანია წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ თემების წამოწევა და მათი განხილვა. სამუზეუმო და ზოგადად პედაგოგიკაში არსებული ძველი მეთოდების განვითარება და ახლის ძიება. საგანმანათლებლო სფეროში არსებული აქტუალური პრობლემების დასმა და მათი გადაჭრის გზების ძიება. სახლ-მუზეუმის პროგრამების ანალიზი და ახალი პროექტების შემუშავება;
სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება განხორციელებული კვლევების და სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის ანგარიშები;
ექსკურსიების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების შედეგად შექმნილი თვალსაჩინოებების გამოფენა;
გამომცემლობებთან შეთანხმებით სასწავლო ლიტერატურის გამოფენა;
სკოლების მიერ თავიანთი შიდა სასკოლო პროექტების პრეზენტაციები.
წინანდლისსახლ-მუზეუმისათვის საგანმანათლებლო აქტივობებისგეგმების (სცენარების) პერმანენტული შევსება-განახლება;
მუზეუმში ვიზიტისა და საგანმანათლებლო ექსკურსიების ჩატარების მოტივაციის გაზრდა პედაგოგებში.
პროგრამის აღწერა
წინანდლის სახლ-მუზეუმისათვის ახალი საგანმანათლებლო აქტივობებისშესაქმნელად ცენტრი ატარებს კონკურსს საუკეთესო სამუზეუმო გაკვეთილების გამოსავლენად და აჯილდოვებსგამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში (საგნების, შინაარსის, თემის მიხედვით). ამისათვის პედაგოგებმა და, სურვილისამებრ, მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი აქტივობის გეგმა წინასწარ მომზადებული ფორმატის მიხედვით, რომელთაგანაც მოხდება შერჩევა სპეციალური, საკონკურსო კომისიის მიერ.
ასევე უნდა მოეწყოს უკვე ჩატარებული აქტივობებისკონკურსი, რომელიც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს თვალსაჩინოდ იხილონ წარმატებული გაკვეთილების მაგალითები და თვითონაც დაგეგმონდა განახორციელონისინი.
პროგრამა ავრცელებს ინფორმაციას დროებითი ექსპოზიციებისა და მათი საგანმანათლებლო აქტივობისთვის გამოყენების შესახებ, სთავაზობს სკოლებს კონკრეტული ექსპოზიციის შესაბამის თემებს გაკვეთილისათვის.