მიზანი:
- პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სასწავლო დაწესებულებებთან;
- საგანამანათლებლო დაწესებულებებისათვის საშეღავათო პაკეტის შექმნა და შეთავაზება;
- ერთობლივი პროექტების განხორციელება;
- თემატური ღონისძიებების ჩატარება;
- წინანდლის სახლ-მუზეუმისა და და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეფექტური სისტემის შექმნა;
- წლის განმავლობაში ექსკურსიების რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობის გაზრდა;
პროგრამის აღწერა

ძირითადი საქმიანობა
სალონი თავის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს, ატარებდეს კონკურსებსა და ტრენინგ-სემინარებს. არის ინიციატორი და ორგანიზატორი ხელოვნების თანამედროვე მოღვაწეთა და სკოლის მოსწავლეთა შეხვედრების, ლიტერატურული საღამოების, კონკურსების, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების. გასცემს სიგელებსა და სერტიფიკატებს პროგრამაში ყველაზე აქტიურად ჩართული სკოლებისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
სალონის წევრობა
წინანდლის საგანმანათლებლო სალონში გაწევრიანება ხდება, მხოლოდ წევრობის მსურველი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ და არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების სურვილზე დამოკიდებული. წევრობისათვის აუცილებელი პირობები არის მარტივი და ადვილად მისაღწევი (მაგ. შიდა სასკოლო კონფერენციის მოწყობა წინანდალზე, წინანდლის საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობა და ა.შ.)
