ვისწავლოთ მუზეუმში

მიზანი :
  • ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სასწავლო აქტივობების გამრავალფეროვნება;
  • წინანდლის სახლ-მუზეუმისათვის საგანმანათლებლო აქტივობების გეგმების (სცენარების) პერმანენტული შევსება-განახლება;
  • მუზეუმში ვიზიტისა და საგანმანათლებლო ექსკურსიების ჩატარების მოტივაციის გაზრდა პედაგოგებში.

პროგრამის აღწერა

წინანდლის სახლ-მუზეუმისათვის ახალი საგანმანათლებლო აქტივობების შესაქმნელად ცენტრი ატარებს კონკურსს საუკეთესო სამუზეუმო გაკვეთილების გამოსავლენად და აჯილდოვებს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში (საგნების, შინაარსის, თემის მიხედვით). ამისათვის პედაგოგებმა და, სურვილისამებრ, მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი აქტივობის გეგმა წინასწარ მომზადებული ფორმატის მიხედვით, რომელთაგანაც მოხდება შერჩევა სპეციალური, საკონკურსო კომისიის მიერ.

ასევე უნდა მოეწყოს უკვე ჩატარებული აქტივობების კონკურსი, რომელიც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს თვალსაჩინოდ იხილონ წარმატებული გაკვეთილების მაგალითები და თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ ისინი.

პროგრამა ავრცელებს ინფორმაციას დროებითი ექსპოზიციებისა და მათი საგანმანათლებლო აქტივობისთვის გამოყენების შესახებ, სთავაზობს სკოლებს კონკრეტული ექსპოზიციის შესაბამის თემებს გაკვეთილისათვის.


Bookmark and Share