წინანდალი

  • მისია

    წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის მისიაა: მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (მეთოდების) დანერგვა და ...

  • მიზნები

    ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის საგანმა-ნათლებლო ტურების სისტე-მატიზაცია, საზოგადოების ფართო ფენების დაინტე-რესება...

  • ექსკურსია

    ცენტრი გთავაზობთ საექსკურსიო სასწავლო გეგმასა და მარშრუტებს იმისათვის, რომ თქვენი ვიზიტი კახეთის რეგიონში კიდევ უფრო ხალისიანი და შინაარსიანი გახდეს...

  • პროგრამები

    ცენტრი გეგმავს და ახორციელებს არაერთ საინტერესო პროგრამას, რომელშიც ყველას შეუძილა მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გამოთქვამთ ამ პორიგრამებში ჩართვის სურვილს...

  • პროგრამები

    ცენტრი გეგმავს და ახორციელებს არაერთ საინტერესო პროგრამას, რომელშიც ყველას შეუძილა მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გამოთქვამთ ამ პორიგრამებში ჩართვის სურვილს...

მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ვებ-გვერდზე!
აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძბებისა და აქტივობების შესახებ. ასევე, ჩვენს გვერდზე მოცემულია სასარგებლო რესურსები პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მოცემული რესურსები სასარებლო იქნება თქვენი საქმიანობისათვის.
Showing posts with label საექსკურსიო სასწავლო გეგმა. Show all posts
Showing posts with label საექსკურსიო სასწავლო გეგმა. Show all posts

საექსკურსიო აქტივობების მაგალითები

იმისათვის, რომ წინანდალში ექსკურსია კიდევ უფრო სახალისო და შემეცნებითი გახდეს გთავაზობთ საექსკურსიო აქტივობების მაგალითებს. დამატებითი კითხვების გაჩენის ან საკუთარი აქტივობების შემოთავაზების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ!

Bookmark and Share
ვრცლად »

საექსკურსიო სასწავლო გეგმა



საექსკურსიო სასწავლო გეგმა შექმნილია პედაგოგთა დასახმარებლად, რათა მათ უკეთ შეძლონ ექსკურსიის საგანმანათლებლო დატვირთვის გააზრება, მისი სწორად დაგეგმვა და ჩატარება.
საექსკურსიო გეგმა სპეციალურადაა მორგებული ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში ვიზიტს, თუმცა მისი გამოყენება სხვა ღირშესანიშნაობების მონახულებისას. მოცემული მარშრუტები მოიცავს კახეთის რეგიონის ძირითად ძეგლებს და შედგენილია ისე, რომ ნებისმიერი მარშრუტის შერჩევისას ერთ-ერთ პუნქტად ყველა შემთხვევაში არის წინანდალი.
საექსკურსიო სასწავლო გეგმის შინაარსობრივი და ვიზუალური ნაწილი აუცილებლად უნდა განთავსდეს წინანდლის სახლ-მუზეუმის ვებ-გვერდზე. ასევე მისი გამოცემა შესაძლებელია ბროშურის სახითაც. საექსკურსიო მარშრუტები და რუკა შესაძლებელია დაიბეჭდოს პოსტერზე და დარიგდეს სასწავლო დაწესებულებებში საექსკურსიო სეზონის დაწყების წინ.

ექსკურსიების მნიშვნელობა

სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ ექსკურსიებს მაქსიმალური ეფექტი, ამ დროს იქნება ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი.

საექსკურსიო სასწავლო გეგმის სტრუქტურა

საექსკურსიო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს მრავალი სკოლის ექსკურსიის გამოცდილების გათვალისწინებით და თავის მიზნების განსაზღვრაში ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას. სასწავლო გეგმა მოიცავს სამ ძირითად ნაწილს ა) ექსკურსიის დაგეგმვა, ბ) საექსკურსიო მარშრუტებსა და გ) საექსკურსიო აქტივობებს. საექსკურსიო აქტივობები სპეციალურად იმდენად ზოგადია, რომ მათი გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება. ასევე აბსოლუტურად დასაშვებია, ამ აქტივობების ნებისმიერი სახით კომბინირება და თითოეულ ექსკურსიაზე რამდენიმეს გამოყენება. თუმცა აქ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ჯობია ერთი აქტივობა გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ დაფიქრებისა და სამუშაოს შესრულებისათვის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მოსწავლეებს ექსკურსიაზე უნდა დავუტოვოთ დრო, ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, გარემოს დამოუკიდებლად შეცნობისთვის და სხვა.
საექსკურსიო სასწავლო გეგმის გამოსაყენებლად სასურველია ექსკურსიის დაგეგმვა მოხდეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში. ყველა აქტივობას, რომელიც აქ არის აღწერილი სჭირდება წინასწარ, ექსკურსიამდე მომზადება. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს თუ სად იქნება ექსკურსია და რა აქტივობების შესრულებაა დაგეგმილი. ასევე მასწავლებელს დასჭირდება მოსწავლეების გაფრთხილება იმ მასალების შესახებ, რომლებიც მათ შესაძლოა ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან შემდეგ დასჭირდეთ.
საექსკურსიო აქტივობები ხშირად რამოდენიმე საგნის სასწავლო გეგმის ინტეგრირებას ახდენს (მაგ. ქართულის და ისტორია-გეოგრაფიის ან ბუნებისმეტყველების). ამის გამო, შესაძლოა მაქსიმალური ეფექტი ამ აქტივობების დაგეგმვისას სხვადასხვა საგნის მასწავლებლის შეთანხმებულმა მუშაობამ გამოიღოს.

წინამდებარე საექსკურსიო სასწავლო გეგმის შემუშავებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით სიმონ ჯანაშიას!

Bookmark and Share
ვრცლად »

ექსკურსიის დაგეგმვა

კარგია თუ ექსკურსიის დაგეგმვაში მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებიც იქნებიან ჩართულნი, რაც შეუწყობს მათში დაგეგმვის უნარებისა და ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის ფარგლებში ნასწავლი ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევების განვითარებას.



მიმართულების და საწვავის ხარჯების დადგენა
ექსკურსიაზე წასვლამდე მასწავლებელი ასახელებს ექსკურსიის მიმართულებას და იმ ადგილებს, რომელთა მონახულებაცაა დაგეგმილი. მოსწავლეების ნაწილს ეძლევათ დავალებად, რომ სახლში, შესაძლებელია უფროსების დახმარებით მოძებნონ ექსკურსიაში დაგეგმილი ადგილები. რუკის გამოყენებით, მათ უნდა გაზომონ სავარაუდო მანძილი სკოლიდან ექსკურსიის საბოლოო პუნქტამდე. მოსწავლეების მეორე ნაწილს ევალება გამოიკვლიონ ავტობუსის საწვავის ტიპი, საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე, ავტობუსის საშუალო სიჩქარე და საწვავის ფასი.
გაკვეთილზე დაბრუნებისას მოსწავლეებმა უნდა წერილობით წარმოადგინონ მათ მიერ დადგენილი მანძილები და ახსნან ის მეთოდოლოგია, რომელიც მათ გამოიყენეს ამ მანძილის გამოსაანგარიშებლად და საწვავის ტიპის, ხარჯისა და ფასის დასადგენად.

ექსკურსიის შესაძლო ხარჯების დათვლა
მოსწავლეებს მასწავლებელი სთხოვს დაადგინონ ექსკურსიის შესაძლო ბიუჯეტი. მათ გაკვეთილზე ე.წ. გონებრივი იერიშის მეთოდით უნდა ჩამოწერონ ის შესაძლო ხარჯები, რაც ექსკურსიას შეიძლება ახლდეს თან. ბიუჯეტის შედგენისას მოსწავლეებმა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით უნდა დააჯგუფონ ხარჯები (მაგ. საწვავი, გართობა, მომსახურება, საკვები და სხვა).
ხარჯების დათვლისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საწვავის ხარჯებზე. ამ შემთხვევაში მასწავლებელი იყენებს იმ მანძილს, რომლის დადგენაში თვითონ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებს ევალებათ გამოიანგარიშონ სავარაუდო საწვავის დანახარჯი ექსკურსიის მიმდინარეობისას და სავარაუდო ხარჯები. მოსწავლეებმა ასევე უნდა გათვალონ თუ რა უნდა წაიღონ თან (ტანსაცმელი, საკვები, შესაძლო მასალები აქტივობების ჩასატარებლად და სხვა.).

დროის დაგეგმვა
მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის განრიგი. მანძილის და ავტობუსის საშუალო სიჩქარის გამოყენებით ისინი გამოთვლიან დროს, რომელსაც ისინი გზაში გაატარებენ. თუ გასვლის დროსა და დაბრუნების სასურველ დროებს განუსაზღვრავს, მასწავლებელს აქვს საშუალება მოსწავლეები ავარჯიშოს დროითი გეგმის შედგენაზე. უკან დასაბრუნებლად საჭირო დროის გათვლისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ მოგზაურობის დროები სხვადასხვა პუნქტებს შორის. იხ. ნიმუში:


Bookmark and Share
ვრცლად »

ორდღიანი ექსკურსიები

აღნიშნულ მარშრუტებში ღამისთევის ადგილად რეკომენდირებულია თელავი.



Bookmark and Share
ვრცლად »

ერთდღიანი ექსკურსიები

მიმართულებების მაგალითები შედგენილია თბილისის და მისი მიმდებარე ქალაქებისა და სხვა ტიპის დასახლებული პუნქტებისათვის. მიმართულებების კომბინირება შესაძლებელია. შინდისფრად აღნიშნული მარშრუტები ხელსაყრელია გომბორი-თელავის გზატკეცილის დამთავრების შემდეგ.




Bookmark and Share
ვრცლად »

საექსკურსიო რუკა

საექსკურსიო მარშრუტების რუკა მოიცავს იმ ღირშესანიშნავ ადგილებს, რომელთა მონახულებაც შესაძლებელია წინანდალთან ერთად.


Bookmark and Share
ვრცლად »