მიზნები და ამოცანები

ცენტრის მიზანია:
ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო ტურების სისტემატიზაცია, საზოგადოების ფართო ფენების დაინტერესება, ვიზიტორების მოზიდვა და სამუზეუმო აუდიტორიის გაფართოება.


ცენტრის ამოცანებია
1. საგანმანათლებლო ტურების განვითარება და პოპულარიზაცია;
საგანმანათლებლო ტურების განვითარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენციის გაჩენასა და შენარჩუნებაში. ტურისტული ობიექტი გაცილებით მიმზიდველი ხდება თუ მისი მონახულების შემთხვევაში ხდება საინტერესო ინფორმაციის ძალდაუტანებელი და სახალისო შეთვისება. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდების ფორმები, წყაროები და მისი შინაარსი იყოს დივერსიფიცირებული აუდიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასეთი ტიპის პროგრამების განხორციელება კარგი საშუალებაა მუზეუმის საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვისათვის.

2. საგანმანათლებლო და მარკეტინგული პროგრამების განხორციელება;
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ოპტიმალური საშუალებაა მუზეუმის შესახებ ინფორმირებულობის დონის მაქსიმალურად ამაღლებისათვის. საგანმანათლებლო ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებისათვის მთავარი მოთხოვნებია აქტუალობა და მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის ჩართვა. ასეთი აქტივობები შეიძლება იყოს კონფერენციები, სემინარები, კონკურსები, წინანდლის განათლების კვირეული და ა.შ.

3. პარტნიორობა განათლების სისტემის სუბიექტებთან;
ცენტრი პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ცენტრის პარტნიოორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ისარგებლებენ შეღავათებით მუზეუმში ვიზიტისა თუ სხვა აქტივობებში მონაწილეობისას.
ასევე ცენტრის ამოცანას წარმოადგენს პარტნიორობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ერთობლივი პროექტების განხორციელებას იმისათვის, რომ სკოლების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლე ბლების მხრიდან გააქტიურდეს მუზეუმების რესურსის გამოყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

Bookmark and Share