ტალანტების შოუ

<<უკან დაბრუნება

მიზანი

მოსწავლეებში სივრცის გააზრების, ლიტერატურასთან მუშაობის, სიმულაციების ფლობის, არტისტიზმის განვითარება.

ექსკურსიამდე

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ მოამზადონ ლიტერატურული ნაწარმოები, სკეტჩი, მოკლე პიესა. მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ეს ნაწარმოები იმის გააზრებით, რომ მათ შემდეგ უკვე ექსკურსიის დროს უნდა წარმოადგინონ ეს ნაწარმოები იმ ადგილის გათვალისწინებით, სადაც ექსკურსია ტარდება. მასწავლებელი წინასწარ აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა თემასთან და რა ფორმით აპირებს მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას. მაგ. ექსკურსია ტარდება წინანდალში, მოსწავლეებმა შეიძლება მოამზადონ სკეტჩი, მოკლე ნაწარმოები, ლექსი, სიმღერა, რომელიც დაკავშირებულია წინანდალთან. სასურველია, რომ მოსწავლეები არ შეიზღუდონ იმაში, თუ რამდენად აირჩევენ ისინი არსებულ ნაწარმოებს, თუ შექმნიან საკუთარს.

ექსკურსიაზე

დანიშნულების ადგილას მისვლისას, მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საკმარის დროს, რომ მოამზადონ საკუთარი ნამუშევრები. მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ ის ადგილები სადაც მათ აქვთ სურვილი საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინონ.

მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ მომზადებულ ნაწარმოებებს. მოკლე შესავალ სიტყვაში მათ უნდა წარმოადგინონ საკუთარი დასაბუთება, თუ რატომ შეარჩიეს მათ ის კონკრეტული ადგილი. მოსწავლეებს მასწავლებელი აფრთხილებს, რომ ისინი შეფასდებიან მათი მსმენელებისა და მაყურებლების მიერ.

ექსკურსიის შემდეგ

მოსწავლეებმა უნდა დაწერონ რეპორტაჟები ტალანტების შოუს შესახებ, აიღონ ერთმანეთისგან ინტერვიუები, აღწერონ პრეზენტაციების შინაარსი, ადგილი და მაყურებლის შთაბეჭდილებები.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share