პირველადი დახმარება

<<უკან დაბრუნება

ექსკურსიების და კლასგარეშე სპორტული აქტივობების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდები ღებულობენ მსუბუქ დაზიანებებს, მცენარეებისგან, მწერების ან ქვეწარმავლების ნაკბენებს, მზის დარტყმას. ყოველივე ამის შესახებ მათ წინასწარი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან თავი უსაფრთხოდ იგრძნონ დასახლებებისგან მოშორებულ ადგილებშიც.

მიზანი

როლური თამაშების დახმარებით სტერეოტიპული შეხედულებების გააზრება და სწორი ქმედებების შესწავლა კრიტიკულ სიტუაციაში. პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლა. უსაფრთხოების ზომების მიღება და საფრთხის შემცირება.

ექსკურსიამდე

საჭიროა აუცილებელი რესურსების მომზადება: მარლა, იოდი, სუფთა სასმელი წყალი.

მასწავლებელმა უნდა დაამზადოს სპეციალური სერტიფიკატები საუკეთესო მონაწილეებისთვის.

მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ უნარები, რომლითაც შეძლებენ უმეტესი ექსტრემალური სიტუაციიდან თავის დაღწევას. ამისთვის მათ უტარდებათ ”გონებრივი იერიში” შესაძლო სიტუაციების ჩამოსათვლელად ექსკურსიების, ან სპორტული ღონისძიებების შემთხვევაში. უნდა შეირჩეს ადგილი, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სხვადასხვა სამაშველო აქტივობები. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამით ისინი იძენენ აუცილებელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კომფორტს, თავს იზღვევენ გართულებებისგან. საჭიროა იცოდნენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მაინც აუცილებელია სპეციალისტების დახმარება. უნდა შეძლონ სიტუაციის საღად შეფასება. აუცილებელია ყველამ იცოდეს სასწრაფო დახმარების ნომერი და მოკლედ და ზუსტად შემთხვევის აღწერა.

ექსკურსიის დროს

უნდა აიხსნას მოქმედებები სხვადასხვა კრიტიკული სიტუაციების დროს.

გათამაშდეს ჯგუფებში ეს სიტუაციები და საუკეთესოდ შესრულებული დახმარების ინსცენირების მონაწილეები უნდა დაჯილდოვდნენ სპეციალური, წინასწარ მომზადებული სერტიფიკატებით.

დამატებითი ინფორმაცია მასწავლებლისთვის:

ჭრილობის ან ნაკაწრის შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს ადგილი ტანისამოსისგან, დამუშავებამდე განიბანოს გამდინარე წყლით, ჭრილობა დაფარეთ მარლით, და ეცადეთ ისეთი მდგომარეობა მიიღოთ, რომ ჭრილობა აღმოჩნდეს გულის დონეზე მაღლა.

თუკი უცხო სხეული ჭრილობაში შეეჭრა, არ შეიძლება მისი ამოღება, თუკი ობიექტი დიდია საჭიროა მისი დაფიქსირება გადახვევით.

ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში არ შეიძლება თავის უკან გადაწევა. საჭიროა თავი წინ დაიხაროს და ხელით დაფიქსირდეს. კარგად მოქმედებს ცივი საფენი.

დამწვრობის შემთხვევაში არ შეიძლება კრემების და სხვა ზეთოვანი საშუალებებით დამუშავება. მიწებებული ქსოვილის მოშორება, წყლულების გახეთქვა. საჭიროა სუფთა ცივი საფენის დადება, თუკი დამწვრობა 1, 2 ხარისხისაა უფრო მსუბუქი შეიძლება გამდინარე წყალში 10-15 წუთი ჭრილობის შეშვერა. თუკი დაზიანება მე-3 ხარისხისაა, დაზიანებულია სასუნთქი ორგანოები, ან სიდიდე აღემატება ერთ ხელის გულს აუცილებელია ამბულატორიულ დაწესებულებაში მიყვანა.

გაყინვისთვის სარისკოა 15 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა, დაღლილობა, შიმშილი, სველი ტანისამოსი, ავადმყოფობით დასუსტებული ადამიანი. გაყინვის შემთხვევაში უნდა შეჩერდეთ, არ შეიძლება ამის იგნორირება. საჭიროა ადამიანი გათბეს რაიმე დამატებითი ტანისამოსით, ან თავშესაფარში, არ შეიძლება ცხელი აბაზანა, სპირტიანი სასმელი, დაზელვა და ენერგიულად მოძრაობა.

მზის დარტყმის ან გადახურების შემთხვევაში უნდა გადაიყვანოთ პიროვნება შედარებით გრილ ადგილზე. კარგია სველი საფენები, სითხე უნდა მიიღოს ნელ-ნელა.

მოტეხილობის დროს სასურველია ადგილიდან არ დაძრათ, გამოიძახოთ დახმარება ადგილზე. არ შეიძლება დაზარალებულს მისცეთ საკვები, ან სასმელი. მოტეხილობის დროს ტრავმა უნდა დაფიქსირდეს იმავე მდგომარეობაში, დაუშვებელია გასწორების მცდელობა. ყუთის მსგავსი კონსტრუქცია იქმნება და თავისუფალი ადგილები უნდა ამოივსოს ქსოვილით, ან სხვა რაიმე რბილი საშუალებებით. ექვსი საათი ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია ცივი საფენი. რომელიც 15 წუთით ედება დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ ხუთი წუთი საჭიროა აღდგეს სისხლის მიმოქცევა და ასე გამეორდეს. თუკი ხელთ ყინული გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ შიშველ სხეულზე ის არ იდება, საჭიროა რაიმე ქსოვილში გაიხვეს.

გველის ნაკბენი უნდა გადაიხვეს მჭიდროდ ნაკბენის ზემოთ. ცივი საფენი, ბევრი სითხე საჭიროა. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. არ შეიძლება ნაკბენის ამოწოვა, ამოწვა.

ძაღლის ან სხვა ცხოველის ნაკბენის დროს, თუ ის შინაურია, საჭიროა გაირკვეს აცრილია თუ არა ცოფზე, სტანდარტულად უნდა გასუფთავდეს სუფთა წყლით, საჭიროა ექიმთან მიყვანა.

დაჭიმულობის შემთხვევაში სასურველია ადგილზე ათიოდე წუთით ყინული ან სხვა ცივი საფენი დაიდოს, ასევე კარგია მოჭერილი საფენის დადება. ასევე სასურველია კიდურის მაღლა აწევა, რომ შემცირდეს სისხლის მიწოდება.

გონების დაკარგვისას უნდა დავიცვათ მეორადი დარტყმისგან. უნდა აეწიოს ფეხები, ვიწრო ტანისამოსი გაეხსნას, ჰაერის მიწოდება უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერება, გამოფხიზლების მიზნით სახეში გარტყმა, ნიშადურის სპირტის შესუნთქვა, წყლის შესხმა. საჭიროა სიმშვიდე.

ექსკურსიის შემდეგ

უნდა შეჯამდეს ექსკურსიაზე მიღებული ცოდნა, სასურველია პლაკატების მომზადება დაგამოფენის მოწყობა.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share