ტყის ეკოსისტემის კვლევა

<<უკან დაბრუნება

აქტივობის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომელს მანანა რატიანს.

მიზანი

გარემოზე დაკვირვების უნარის განვითარება, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, ინფორმაციის (მასალის) შეგროვება, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ექსკურსიამდე

მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლამდე შეისწავლიან რუკაზე ადგილს და ადგენენ რელიეფის ფორმებს, ეცნობიან საკვლევი გარემოს მცენარეების დომინანტ სახეობებს, ცხოველთა სამყაროს. მასწავლებელი ახსენებს ჰერბარიუმის კეთების წესს და ავალებს შესაბამისი მასალების წამოღებას (რამოდენიმე ერთჯერადი ჭიქა ექსპერიმენტისთვის, მუყაოს კოლოფები, ბლოკნოტები, რვეული ან ფურცლები, ფანქარი და საშლელი). მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ მათ ექსკურსიაზე ექნებათ დავალება, რომელიც ექსკურსიის შემდეგ ექნებათ ჩასაბარებელი. ეს მოსწავლეებს მეტი მობილიზებულობისთვის მოუწოდებს.

ექსკურსიისას

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომელიც საჭიროებს გამოიკვლიონ ტყის ეკოსისტემის რამოდენიმე ხილული პარამეტრი. ესენია: ტყის შემადგენელი სახეობების ცვლილება მის განაპირა და შიდა ნაწილში და ცდილობენ კანონზომიერების დადგენას (მერქნიანი, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარი). თუკი სახეობების დადგენა ადგილზე შეუძლებელია გროვდება მასალა ჰერბარიუმისთვის და შემდეგ უკვე სკოლაში გაარკვევენ სახეობებს. თუკი გზისპირა ტყეა, მაშინ მოსწავლეთა ნახევარი დაყოფილი ჯგუფებად ატარებს ექსპერიმენტს ფოთლებზე მტვრიანობის განსასაზღვრად ტყის გარე და შიდა ნაწილში. დანარჩენი ჯგუფები იკვლევენ ქვედა, შუა და ზედა იარუსის მცენარეების დაბინძურების ხარისხში არის თუ არა სხვაობა. მოსწავლეები იღებენ განაპირა და შიდა ხეებიდან, ასევე სხვადასხვა იარუსიდან ფოთლებს და მათ ცალ-ცალკე წყლიან სხვადასხვა ჭურჭელში ჩარეცხავენ. წყლის სიმღვრივის საშუალებით დგინდება შესაძლო დაბინძურება.

შემდეგ ინდივიდუალურად ეძლევათ დავალება: დააკვირდნენ ბუნების კომპონენტებს და ივარაუდონ თუ რა შეიცვლება ტყეში, თუკი ერთ-ერთი კომპონენტი განადგურდება, ან დაბინძურების ხარისხი მოიმატებს. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საკმარის დროს, იმისთვის, რომ ყველამ მოასწროს სამუშაოს შესრულება. მასწავლებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათი ნაწერი შესაფასებლად გადაეცემა მეწყვილეს. ექსკურსიის ბოლოს, ნაწერს წარუდგენენ ავტობუსში უკანა გზაზე მგზავრობისას გვერდით მჯდომ თანაკლასელს და საჭიროების შემთხვევაში უპასუხებენ მათ მიერ დასმულ დასაზუსტებელ შეკითხვებს.

ექსკურსიის შემდეგ

ექსკურსიის მეორე დღეს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახარისხებენ მასალასჰერბარიუმისთვის და სამუშაოს დასრულების შემდეგ იკვლევენ სახეობებს. ასევე აჯამებენექსკურსიაზე ნანახს და აკეთებენ თანაკლასელების დავალებების შეფასებებს.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share