ტურისტული სააგენტო

<<უკან დაბრუნება

მიზანი

ქართულ ენასა და ლიტერატურის ფარგლებში აღწერილობითი ტექსტების წერის და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და დამუშავების უნარის განვითარება; თხრობის უნარის განვითარება.

ექსკურსიამდე

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს 3-4 ჯგუფად, იმისდა მიხედვით თუ რამდენი ძეგლის მონახულებაა დაგეგმილი ექსკურსიაზე. თითოეული ჯგუფი დამოუკიდებლად აგროვებს ინფორმაციას თავიანთი ძეგლის შესახებ და ახარისხებს მას. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მოსანახულებელი ობიექტის ისტორიულ ექსკურსს, მის მნიშვნელობას, თავისებურებებსა და უნიკალობას. მუზეუმის შემთხვევაში, ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნივთების აღწერას და მათ ისტორიას. შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციებს.

ექსკურსიაზე

ძეგლის მონახულებისას შესაბამისი ჯგუფი იღებს ექსკურსიათმძღოლის ფუნქციას და ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მსმენელებს. დანარჩენი მოსწავლეები კი აკეთებენ ჩანიშვნებს, იღებენ ფოტოებს, აკეთებენ ჩანახატებს და სვამენ დამაზუსტებელ კითხვებს.

ექსკურსიის შემდეგ

მოსწავლეები შეგროვებული მასალების გამოყენებით ადგენენ ტურისტულ მარშრუტს და მისი პოპულარიზაციისათვის აკეთებენ პრეზენტაციებს და/ან გამოფენებს სხვა კლასის მოსწავლეთათვის. ტურისტული მარშრუტი ნდა შეიცავდეს მასზე არსებული ძეგლების აღწერას, ფოტოებს, მის მანძილს და მონახულების სავარაუდო დროს.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share