ძეგლის ტურისტული ბროშურა

<<უკან დაბრუნება

მიზანი

დაკვირვების უნარის განვითარება, გეოგრაფიის საგანში ნასწავლი დაგეგმარების, გეგმების კითხვის, ხაზვის, პროექტირებაში, მასშტაბებში ვარჯიში, ქართულ ენასა და ლიტერატურის ფარგლებში აღწერილობითი ტექსტების წერის და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, მათემატიკის ფარგლებში ნასწავლი უნარების განვითარება და განმტკიცება.

ექსკურსიამდე

მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს ჯგუფებად: ა) ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ძეგლის აზომვაზე და დაგეგმარებაზე; ბ) ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ვიზუალურ გაფორმებაზე - ფოტოგრაფია, ჩანახატები და სხვა; გ) ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია ნარატივის შედგენაზე; დ) ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია დაკაბადონებაზე. პირველი ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, ბოლო ყველაზე მცირერიცხოვანი.

ექსკურსიაზე წასვლამდე, გაკვეთილზე მათემატიკის მასწავლებელთან ერთად მოსწავლეები იხსენებენ პერიმეტრის და ფართობის გამოთვლის წესებს. ასევე მათემატიკის მასწავლებელთან ერთად მუშაობენ მაღალი ობიექტების სიმაღლის გაზომვის მეთოდის შესწავლა/გახსენებაზე. ხელოვნებისა და ქართულის მასწავლებლები მუშაობენ იმაზე, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ, როგორ უნდა მოხდეს ბროშურის ილუსტრირება, რა ვიზუალური თუ ტექსტური მასალა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ბროშურის ავტორს ნათელი წარმოდგენა შეექმნას დათვალიერებულ ძეგლზე. შესაძლებელია ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის მასწავლებლის ჩართვაც იმისთვის, რომ დაკაბადონება მოხდეს კომპიუტერების მეშვეობით.

სასურველია, რომ ჯგუფების ფუნქციები მასწავლებელმა წინასწარ დაწეროს ქაღალდზე, იმისთვის, რომ ექსკურსიაზე თან წაიღოს და იქ მოსწავლეებს დაურიგოს.

ექსკურსიისას

მასწავლებელი კრებს მოსწავლეებს, აძლევს მათ წინასწარ მომზადებულ დავალებებს და აძლევს კონკრეტულ დროს მათ შესასრულებლად.

ჯგუფი - ადგენს ძეგლის ნახაზს (მაგ. წინანდლის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის ნახაზს და დააქვთ მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მწვანე ზონა და ა.შ., ეს თუ ეკლესიაა, ეკლესიისა და მისი ეზოს ნახაზი, სამრეკლოთი და ჭიშკრით, ციხე სიმაგრის ნახაზი არსებული და შესაძლოა ნანგრევების გათვალისწინებით და ა.შ.) ეს ჯგუფი ნახაზისთვის დაახლოებით ზომებს იღებს (შესაძლებელია ნაბიჯებით). ეს ჯგუფი ეხმარება გ) ჯგუფს ძეგლის ძირითადი პარამეტრების დადგენაშიც (ფართობი, სიმაღლე, მანძილი ნაგებობებს შორის და ა.შ). აზომვებისას ჯგუფი იყენებს კომპასსაც - ანუ მათი ნახაზი აგებული უნდა იყოს მხარეების გათვალისწინებით.

ჯგუფი - ათვალიერებს და ეძებს ძეგლის დამახასიათებელ დეტალებს, იღებს ფოტოებს, აკეთებს ხელით ჩანახატებს. ფოტოგრაფირებისას იწერს თითოეულ კადრთან დაკავშირებით მცირე კომენტარებს იმისთვის, რომ ბროშურის ილუსტრირების ეტაპზე ადვილად მოხდეს. კომენტარების წერისას ჯგუფი იყენებს კომპასს და მიუთითებს აღწერილი დეტალის მიმართებას ქვეყნის მხარეებთან.

ჯგუფი - აღწერს ძეგლს, მის დეტალებს, მის ადგილმდებარეობას, ძეგლის მიმართებას მის მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან, მის ასაკს, იმ მასალას, რომლითაც ის არის აგებული, ზოგადად გარემოს, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტული გარემო და სხვა. აღწერისას ჯგუფმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის მოცემულობა, რომ ამ ბროშურას აკეთებს იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც ეს ძეგლი შეიძლება უცნობი იყოს.

ჯგუფი - ამ ჯგუფს, ექსკურსიისას რაიმე მნიშვნელოვანი მისია არ აქვს. ამ ჯგუფის წევრები განაწილებულები არიან სხვა სამ ჯგუფში და ეხმარებიან მათ დავალებების შესრულებაში.

ექსკურსიის შემდეგ

ა,ბ და ჯგუფები აწვდიან მასალებს ჯგუფს, რის შემდეგაც ხდება მასალების დაკაბადონება გამოსაცემად. სასურველია თუ ეს აქტივობა განმეორდება ხოლმე რამოდენიმე ექსკურსიაზე. ამ შემთხვევაში სკოლას ექნება შესაძლებლობა, რომ გარკვეული სერია შექმნას ძეგლების ბროშურების, რომლებიც შესაძლებლობის შემთხვევაში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეც გამოიცეს.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share