წინანდლის ქვესტი

მიზანი:

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება; გარემოში ორიენტაციის უნარის განვითარება; ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარება; დაკვირვების უნარის განვითარება; კოორდინატთა მეთოდის გამოყენებით რუკაზე ორიენტირების უნარის პრაქტიკაში გამოყენების ჩვევების განვითარება.

ექსკურსიამდე

მოსწავლეები იყოფიან ორ გუნდად. თითოეული გუნდი ამზადებს კოორდინატთა ბადიან ფურცელს რუკისთვის. ასევე გუნდები ამზადებენ მოსანახულებელი ადგილიდან დაკავშირებულ კითხვებს. სასურველია, კითხვები იყოს ისეთი ტიპის, რომ მოსწავლეებს ფაქტობრივი ცოდნის არარსებობის შემთხვევაშიც შეეძლოთ ლოგიკური მსჯელობის საშუალებით მივიდნენ სწორ პასუხამდე. კითხვები უნდა დაჯგუფდეს თემატურ კატეგორიებად და ასე განაწილდეს გუნდებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთნაირი კითხვების მომზადება. გუნდებმა უნდა იცოდნენ ერთმანეთის თემები იმისათვის, რომ მოემზადონ კითხვებზე პასუხების გასაცემად. ასევე ყოველი გუნდი არჩევს რაიმე ერთ ნივთს, რომელიც ექსკურსიაზე განძის როლს შეასრულებს.

ექსკურსიაზე

დანიშნულების ადგილზე მისვლისას მოსწავლეებ ზომავენ ტერიტორიას (შესაძლებელია ნაბიჯებით), რუკის შესადგენად განსაზღვრავენ მასშტაბს და კოორდინატთა ბადიან ფურცელზე დააქვთ საორიენტაციო ობიეტები (შენობა, ცალკე მდგომი ხე და ა.შ.). ამის შემდეგ ხდება განძის დამალვა და რუკის მიხედვით მისი კოორდინატების ამოწერა. ასეთივე პრინციპით ხდება ფურცელზე დაწერილი რამდენიმე კითხვის (4-5) დამალვადა იწყება თამაში. თამაშის დასაწყისში განძის მფლობელი გუნდი მაძიებელთა გუნდს გადასცემს რუკას და პირველი კითხვის კოორდინატებს. პირველი კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემდეგ მფლობელი გუნდი ასახელებს მეორე კითხვის კოორდინატებს და ასე გრძელდება ბოლო კითხვის აღმოჩენადე. ბოლო კითხვის დაძლევის შემთხვევაში მაძიებელი უკვე იღებს განძის კოორდინატებს და პოულობს მას. კითხვაზე პასუხის არარსებობის შემთხვევაში მაიებელთა გუნდი იყენებს მასწავლებლის დახმარებას. ექსკურსიის მარშრუტის შემდეგ პუნქტზე მისვლისას (ან იმავე ადგილზე) გუნდები ცვლიან როლებს. საბოლოოდ გამარჯვებულად ითვლება გუნდი, რომელმაც ნაკლები დახმარება გამოიყენა განძის აღმოსაჩენად. თანაბარი შედეგების შემთხვევაში ორივე გუნდი სახელდება წარმატებულ განძის მაძიებლად.

ექსკურსიის შემდეგ

ექსკურსიის შედეგ გუნდები ცალ-ცალკე ამზადებენ წერილობით რეპორტაჟს ერთმანეთის თამაშის შესახებ. რეპორტაჟში შესაძლებელია გაშუქდეს მოწინააღმდეგე გუნდის ძლიერი მხარეები, დასახელდნენ მისი ყველაზე აქტიური მოთამაშეები და ა.შ.


Bookmark and Share