ფოტო-მოთხრობა

<<უკან დაბრუნება

მიზანი

მოსწავლეებში შემოქმედებითი მუშაობის ჩვევების გააქტიურება, პრეზენტაციის უნარის გავარჯიშება, ვიზუალური უნარ-ჩვევების განვითარება, ნარატივის ფორმების გააზრებაში დახმარება

ექსკურსიამდე

მასწავლებელი ჰყოფს მოსწავლეებს 4-5 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი უნდა მოემზადოს ექსკურსიისთვის. ამისთვის მათ უნდა მოამზადონ გარკვეული შინაარსის ფოტო-მოთხრობის სცენარი. სცენარი წასვლამდე აუცილებლად უნდა დაიწეროს. დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, ტექსტით და შესაძლებელია ასევე სქემატური ნახატების საფუძველზე თუ როგორ ვითარდება მოქმედება ფოტოებზე. აქვე უნდა იყოს აღწერილი სასურველი კონტექსტი (რა სიტუაციაში იქნება სასურველი, რომ ეს ფოტო იყოს გადაღებული, ვინ მიიღებს მონაწილეობას გადაღებაში ...) სასურველია წასვლამდე თითოეულმა ჯგუფმა გაივარჯიშოს ფოტოების გადაღებაში.

ექსკურსიისას

თითოეული ჯგუფი ექსკურსიაზე ყოფნისას აღწერს თავიანთ მოგზაურობას ფოტო-მოთხრობის საშუალებით და ასევე აღწერს წინასწარ მომზადებულ მოთხრობას ექსკურსიაზე. ამისთვის, თითოეულმა ჯგუფმა უნდა წაიღოს თან მინიმუმ ერთი ფოტოაპარატი. ორივე დავალების შესრულებისას ჯგუფი უნდა შეთანხმდეს გადაღების ფორმებზე. ჯგუფში ცალცალკე გამოიყოფა ”მსახიობები” და ”რეჟისორები”. სცენარისტები ყველა ერთად არიან. მოგზაურობის ფოტო-მოთხრობა უნდა აღწეროს მოგზაურობის ქრონოლოგია, ის დადებითი თუ უარყოფითი ემოცია, რაც შეიძლება მოგზაურებს ჰქონდეთ, ნანახის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. მოთხრობა, უნდა გაყვეს ექსკურსიამდე მოფიქრებულ სცენარს. მასწავლებლებმა უნდა მისცენ მოსწავლეებს საკმარისი დრო სამუშაოს შესასრულებლად.

ექსკურსიის შემდეგ

ექსკურსიის შემდეგ ეწყობა ფოტო-მოთხრობების გამოფენა სკოლის ფოიეში/კორიდორებში. გამოფენა რამოდენიმე დღით უნდა მოეწყოს. შესაძლებელია ასევე მცირე კონკურსის მოწყობაც სადაც მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად დადგინდება საუკეთესო ფოტო-მოთხრობის ავტორები.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share