წინანდალი

  • მისია

    წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის მისიაა: მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (მეთოდების) დანერგვა და ...

  • მიზნები

    ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის საგანმა-ნათლებლო ტურების სისტე-მატიზაცია, საზოგადოების ფართო ფენების დაინტე-რესება...

  • ექსკურსია

    ცენტრი გთავაზობთ საექსკურსიო სასწავლო გეგმასა და მარშრუტებს იმისათვის, რომ თქვენი ვიზიტი კახეთის რეგიონში კიდევ უფრო ხალისიანი და შინაარსიანი გახდეს...

  • პროგრამები

    ცენტრი გეგმავს და ახორციელებს არაერთ საინტერესო პროგრამას, რომელშიც ყველას შეუძილა მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გამოთქვამთ ამ პორიგრამებში ჩართვის სურვილს...

  • პროგრამები

    ცენტრი გეგმავს და ახორციელებს არაერთ საინტერესო პროგრამას, რომელშიც ყველას შეუძილა მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გამოთქვამთ ამ პორიგრამებში ჩართვის სურვილს...

მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ვებ-გვერდზე!
აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძბებისა და აქტივობების შესახებ. ასევე, ჩვენს გვერდზე მოცემულია სასარგებლო რესურსები პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მოცემული რესურსები სასარებლო იქნება თქვენი საქმიანობისათვის.

წინანდალში ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა გამოფენა გაიხსნა

18 მაისს ალ.ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის ღია გალერეაში ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, რომლებიც წინანდალში ვიზიტით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს გადმოგვცემენ. მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ "პატარა" მხატვრების თვალით დანახულ სალვადო დალის შემოქმედებასა და ალ. ჭავჭავაძის კარ-მიდამოს არაჩვეულებრივ სამყაროს.






















Bookmark and Share
ვრცლად »

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

17 აპრილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დედაქალაქის სკოლის დირექტორებთან. შეხვედრაზე ისინი გაეცნენ ცენტრის საქმიანობის დეტალებს, მის პროგრამებსა და წინადადებებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ მუზეუმში ვიზიტი და იქ არსებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება სწავლის პროცესში ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ სამინისტროს ვებ გვერდზე
იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი

Bookmark and Share
ვრცლად »

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდა


27.03.2010
საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ცენტრის მისია მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა და სამუზეუმო აუდიტორიის გაფართოებაა.

წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრში რამდენიმე პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. ცენტრში იფუნქციონირებს საგანმანათლებლო სალონი, ჩატარდება განათლების კვირეულები, გამოფენები და კონკურსები. აღსანიშავია პროგრამა ”ვისწავლოთ მუზეუმში”, რომელიც გულისხმობს სკოლების მიერ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას მუზეუმის ტერიტორიაზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმა მსგავს ინიციატივას და აღნიშნა, რომ მუზეუმში ვიზიტი და იქ არსებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება სწავლის პროცესში ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მინისტრი მოუწოდებს სხვა მუზეუმებსაც დანერგოს მსგავსი მოდელი, რათა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სწავლის პროცესი.


Bookmark and Share

ვრცლად »

წინანდალიში სალვადორ დალის გამოფენა გაიხსნა

7 აპრილიდან - 6 ივნისის ჩათვლით წინანდლის სტუმრები შეძლებენ მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად უდიდესი სიურეალისტის სალვადორ დალის შემოქმედებასაც გაეცნონ.

აღნიშნული გამოფენა საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნონ სწავლის პროცესი და ხელოვნების შესწავლის კუთხით ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული ამოცანების მიღწევა სახალისო და საინტერესო გახადონ.

დალის გამოფენის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ რუსთავი ორის სიუჟეტიდან შეიტყოთ.

აქვე გთავაზობთ ბმულებს სალვადორ დალის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც დაგეხმარებათ საგანმანათლებლო აქტივობების უკეთ დაგეგმვაში:

http://www.salvador-dali.org/en_index.html

http://www.salvadordalimuseum.org/


Bookmark and Share
ვრცლად »

მისია

წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის მისიაა:

მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (მეთოდების) დანერგვა და სამუზეუმო აუდიტორიის (ვიზიტორების, დამთვალიერებლების) გაფართოება. ამ მიზნით ცენტრი მოწოდებულია საერთო ინტერესები გამონახოს და პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს განათლების სისტემის ყველა სუბიექტთან. დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო და მიზნობრივი პროგრამები, ჩაატაროს კონფერენციები, სემინარები და სხვა თემატური ღონისძიებები.

Bookmark and Share
ვრცლად »

საგანმანათლებლო სალონი

მიზანი:

  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სასწავლო დაწესებულებებთან;
  • საგანამანათლებლო დაწესებულებებისათვის საშეღავათო პაკეტის შექმნა და შეთავაზება;
  • ერთობლივი პროექტების განხორციელება;
  • თემატური ღონისძიებების ჩატარება;
  • წინანდლის სახლ-მუზეუმისა და და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეფექტური სისტემის შექმნა;
  • წლის განმავლობაში ექსკურსიების რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობის გაზრდა;



საგანმანათლებლო სალონი უნდა წარმოადგენდეს სკოლების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების კლუბური ტიპის, ორივე მხარისათვის ხელსაყრელ გაერთიანებას. საგანმანათლებლო სალონის წევრები უნდა სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებითა და შეღავათებით სახლ-მუზეუმთან ურთიერთობაში. ხოლო, თავის მხრივ დაწესებულებები უნდა იღებდნენ ვალდებულებას გარკვეული აქტივობების განხორციელებასა და/ან მონაწილეობაზე (მაგ. ექსკურსიების მოწყობა წინანდალში, კონფერენციაში მონაწილეობა და ა.შ.).

ძირითადი საქმიანობა
სალონი თავის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს, ატარებდეს კონკურსებსა და ტრენინგ-სემინარებს. არის ინიცატორი და ორგანიზატორი ხელოვნების თანამედროვე მოღვაწეთა და სკოლის მოსწავლეთა შეხვედრების, ლიტერატურული საღამოების, კონკურსების, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების. გასცემს სიგელებსა და სერტიფიკატებს პროგრამაში ყველაზე აქტიურად ჩართული სკოლებისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.


სალონის წევრობა
წინანდლის საგანმანათლებლო სალონში გაწევრიანება ხდება, მხოლოდ წევრობის მსურველი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ და არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების სურვილზე დამოკიდებული. წევრობისათვის აუცილებელი პირობები არის მარტივი და ადვილად მისაღწევი (მაგ. შიდა სასკოლო კონფერენციის მოწყობა წინანდალზე, წინანდლის საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობა და ა.შ.)
Bookmark and Share
ვრცლად »

საექსკურსიო აქტივობების მაგალითები

იმისათვის, რომ წინანდალში ექსკურსია კიდევ უფრო სახალისო და შემეცნებითი გახდეს გთავაზობთ საექსკურსიო აქტივობების მაგალითებს. დამატებითი კითხვების გაჩენის ან საკუთარი აქტივობების შემოთავაზების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ!

Bookmark and Share
ვრცლად »

ტალანტების შოუ

<<უკან დაბრუნება

მიზანი

მოსწავლეებში სივრცის გააზრების, ლიტერატურასთან მუშაობის, სიმულაციების ფლობის, არტისტიზმის განვითარება.

ექსკურსიამდე

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ მოამზადონ ლიტერატურული ნაწარმოები, სკეტჩი, მოკლე პიესა. მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ეს ნაწარმოები იმის გააზრებით, რომ მათ შემდეგ უკვე ექსკურსიის დროს უნდა წარმოადგინონ ეს ნაწარმოები იმ ადგილის გათვალისწინებით, სადაც ექსკურსია ტარდება. მასწავლებელი წინასწარ აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა თემასთან და რა ფორმით აპირებს მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას. მაგ. ექსკურსია ტარდება წინანდალში, მოსწავლეებმა შეიძლება მოამზადონ სკეტჩი, მოკლე ნაწარმოები, ლექსი, სიმღერა, რომელიც დაკავშირებულია წინანდალთან. სასურველია, რომ მოსწავლეები არ შეიზღუდონ იმაში, თუ რამდენად აირჩევენ ისინი არსებულ ნაწარმოებს, თუ შექმნიან საკუთარს.

ექსკურსიაზე

დანიშნულების ადგილას მისვლისას, მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საკმარის დროს, რომ მოამზადონ საკუთარი ნამუშევრები. მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ ის ადგილები სადაც მათ აქვთ სურვილი საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინონ.

მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ მომზადებულ ნაწარმოებებს. მოკლე შესავალ სიტყვაში მათ უნდა წარმოადგინონ საკუთარი დასაბუთება, თუ რატომ შეარჩიეს მათ ის კონკრეტული ადგილი. მოსწავლეებს მასწავლებელი აფრთხილებს, რომ ისინი შეფასდებიან მათი მსმენელებისა და მაყურებლების მიერ.

ექსკურსიის შემდეგ

მოსწავლეებმა უნდა დაწერონ რეპორტაჟები ტალანტების შოუს შესახებ, აიღონ ერთმანეთისგან ინტერვიუები, აღწერონ პრეზენტაციების შინაარსი, ადგილი და მაყურებლის შთაბეჭდილებები.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share
ვრცლად »

პირველადი დახმარება

<<უკან დაბრუნება

ექსკურსიების და კლასგარეშე სპორტული აქტივობების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდები ღებულობენ მსუბუქ დაზიანებებს, მცენარეებისგან, მწერების ან ქვეწარმავლების ნაკბენებს, მზის დარტყმას. ყოველივე ამის შესახებ მათ წინასწარი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან თავი უსაფრთხოდ იგრძნონ დასახლებებისგან მოშორებულ ადგილებშიც.

მიზანი

როლური თამაშების დახმარებით სტერეოტიპული შეხედულებების გააზრება და სწორი ქმედებების შესწავლა კრიტიკულ სიტუაციაში. პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლა. უსაფრთხოების ზომების მიღება და საფრთხის შემცირება.

ექსკურსიამდე

საჭიროა აუცილებელი რესურსების მომზადება: მარლა, იოდი, სუფთა სასმელი წყალი.

მასწავლებელმა უნდა დაამზადოს სპეციალური სერტიფიკატები საუკეთესო მონაწილეებისთვის.

მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ უნარები, რომლითაც შეძლებენ უმეტესი ექსტრემალური სიტუაციიდან თავის დაღწევას. ამისთვის მათ უტარდებათ ”გონებრივი იერიში” შესაძლო სიტუაციების ჩამოსათვლელად ექსკურსიების, ან სპორტული ღონისძიებების შემთხვევაში. უნდა შეირჩეს ადგილი, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სხვადასხვა სამაშველო აქტივობები. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამით ისინი იძენენ აუცილებელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კომფორტს, თავს იზღვევენ გართულებებისგან. საჭიროა იცოდნენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მაინც აუცილებელია სპეციალისტების დახმარება. უნდა შეძლონ სიტუაციის საღად შეფასება. აუცილებელია ყველამ იცოდეს სასწრაფო დახმარების ნომერი და მოკლედ და ზუსტად შემთხვევის აღწერა.

ექსკურსიის დროს

უნდა აიხსნას მოქმედებები სხვადასხვა კრიტიკული სიტუაციების დროს.

გათამაშდეს ჯგუფებში ეს სიტუაციები და საუკეთესოდ შესრულებული დახმარების ინსცენირების მონაწილეები უნდა დაჯილდოვდნენ სპეციალური, წინასწარ მომზადებული სერტიფიკატებით.

დამატებითი ინფორმაცია მასწავლებლისთვის:

ჭრილობის ან ნაკაწრის შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს ადგილი ტანისამოსისგან, დამუშავებამდე განიბანოს გამდინარე წყლით, ჭრილობა დაფარეთ მარლით, და ეცადეთ ისეთი მდგომარეობა მიიღოთ, რომ ჭრილობა აღმოჩნდეს გულის დონეზე მაღლა.

თუკი უცხო სხეული ჭრილობაში შეეჭრა, არ შეიძლება მისი ამოღება, თუკი ობიექტი დიდია საჭიროა მისი დაფიქსირება გადახვევით.

ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში არ შეიძლება თავის უკან გადაწევა. საჭიროა თავი წინ დაიხაროს და ხელით დაფიქსირდეს. კარგად მოქმედებს ცივი საფენი.

დამწვრობის შემთხვევაში არ შეიძლება კრემების და სხვა ზეთოვანი საშუალებებით დამუშავება. მიწებებული ქსოვილის მოშორება, წყლულების გახეთქვა. საჭიროა სუფთა ცივი საფენის დადება, თუკი დამწვრობა 1, 2 ხარისხისაა უფრო მსუბუქი შეიძლება გამდინარე წყალში 10-15 წუთი ჭრილობის შეშვერა. თუკი დაზიანება მე-3 ხარისხისაა, დაზიანებულია სასუნთქი ორგანოები, ან სიდიდე აღემატება ერთ ხელის გულს აუცილებელია ამბულატორიულ დაწესებულებაში მიყვანა.

გაყინვისთვის სარისკოა 15 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა, დაღლილობა, შიმშილი, სველი ტანისამოსი, ავადმყოფობით დასუსტებული ადამიანი. გაყინვის შემთხვევაში უნდა შეჩერდეთ, არ შეიძლება ამის იგნორირება. საჭიროა ადამიანი გათბეს რაიმე დამატებითი ტანისამოსით, ან თავშესაფარში, არ შეიძლება ცხელი აბაზანა, სპირტიანი სასმელი, დაზელვა და ენერგიულად მოძრაობა.

მზის დარტყმის ან გადახურების შემთხვევაში უნდა გადაიყვანოთ პიროვნება შედარებით გრილ ადგილზე. კარგია სველი საფენები, სითხე უნდა მიიღოს ნელ-ნელა.

მოტეხილობის დროს სასურველია ადგილიდან არ დაძრათ, გამოიძახოთ დახმარება ადგილზე. არ შეიძლება დაზარალებულს მისცეთ საკვები, ან სასმელი. მოტეხილობის დროს ტრავმა უნდა დაფიქსირდეს იმავე მდგომარეობაში, დაუშვებელია გასწორების მცდელობა. ყუთის მსგავსი კონსტრუქცია იქმნება და თავისუფალი ადგილები უნდა ამოივსოს ქსოვილით, ან სხვა რაიმე რბილი საშუალებებით. ექვსი საათი ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია ცივი საფენი. რომელიც 15 წუთით ედება დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ ხუთი წუთი საჭიროა აღდგეს სისხლის მიმოქცევა და ასე გამეორდეს. თუკი ხელთ ყინული გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ შიშველ სხეულზე ის არ იდება, საჭიროა რაიმე ქსოვილში გაიხვეს.

გველის ნაკბენი უნდა გადაიხვეს მჭიდროდ ნაკბენის ზემოთ. ცივი საფენი, ბევრი სითხე საჭიროა. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. არ შეიძლება ნაკბენის ამოწოვა, ამოწვა.

ძაღლის ან სხვა ცხოველის ნაკბენის დროს, თუ ის შინაურია, საჭიროა გაირკვეს აცრილია თუ არა ცოფზე, სტანდარტულად უნდა გასუფთავდეს სუფთა წყლით, საჭიროა ექიმთან მიყვანა.

დაჭიმულობის შემთხვევაში სასურველია ადგილზე ათიოდე წუთით ყინული ან სხვა ცივი საფენი დაიდოს, ასევე კარგია მოჭერილი საფენის დადება. ასევე სასურველია კიდურის მაღლა აწევა, რომ შემცირდეს სისხლის მიწოდება.

გონების დაკარგვისას უნდა დავიცვათ მეორადი დარტყმისგან. უნდა აეწიოს ფეხები, ვიწრო ტანისამოსი გაეხსნას, ჰაერის მიწოდება უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერება, გამოფხიზლების მიზნით სახეში გარტყმა, ნიშადურის სპირტის შესუნთქვა, წყლის შესხმა. საჭიროა სიმშვიდე.

ექსკურსიის შემდეგ

უნდა შეჯამდეს ექსკურსიაზე მიღებული ცოდნა, სასურველია პლაკატების მომზადება დაგამოფენის მოწყობა.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share
ვრცლად »

ტყის ეკოსისტემის კვლევა

<<უკან დაბრუნება

აქტივობის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომელს მანანა რატიანს.

მიზანი

გარემოზე დაკვირვების უნარის განვითარება, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, ინფორმაციის (მასალის) შეგროვება, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ექსკურსიამდე

მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლამდე შეისწავლიან რუკაზე ადგილს და ადგენენ რელიეფის ფორმებს, ეცნობიან საკვლევი გარემოს მცენარეების დომინანტ სახეობებს, ცხოველთა სამყაროს. მასწავლებელი ახსენებს ჰერბარიუმის კეთების წესს და ავალებს შესაბამისი მასალების წამოღებას (რამოდენიმე ერთჯერადი ჭიქა ექსპერიმენტისთვის, მუყაოს კოლოფები, ბლოკნოტები, რვეული ან ფურცლები, ფანქარი და საშლელი). მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ მათ ექსკურსიაზე ექნებათ დავალება, რომელიც ექსკურსიის შემდეგ ექნებათ ჩასაბარებელი. ეს მოსწავლეებს მეტი მობილიზებულობისთვის მოუწოდებს.

ექსკურსიისას

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომელიც საჭიროებს გამოიკვლიონ ტყის ეკოსისტემის რამოდენიმე ხილული პარამეტრი. ესენია: ტყის შემადგენელი სახეობების ცვლილება მის განაპირა და შიდა ნაწილში და ცდილობენ კანონზომიერების დადგენას (მერქნიანი, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარი). თუკი სახეობების დადგენა ადგილზე შეუძლებელია გროვდება მასალა ჰერბარიუმისთვის და შემდეგ უკვე სკოლაში გაარკვევენ სახეობებს. თუკი გზისპირა ტყეა, მაშინ მოსწავლეთა ნახევარი დაყოფილი ჯგუფებად ატარებს ექსპერიმენტს ფოთლებზე მტვრიანობის განსასაზღვრად ტყის გარე და შიდა ნაწილში. დანარჩენი ჯგუფები იკვლევენ ქვედა, შუა და ზედა იარუსის მცენარეების დაბინძურების ხარისხში არის თუ არა სხვაობა. მოსწავლეები იღებენ განაპირა და შიდა ხეებიდან, ასევე სხვადასხვა იარუსიდან ფოთლებს და მათ ცალ-ცალკე წყლიან სხვადასხვა ჭურჭელში ჩარეცხავენ. წყლის სიმღვრივის საშუალებით დგინდება შესაძლო დაბინძურება.

შემდეგ ინდივიდუალურად ეძლევათ დავალება: დააკვირდნენ ბუნების კომპონენტებს და ივარაუდონ თუ რა შეიცვლება ტყეში, თუკი ერთ-ერთი კომპონენტი განადგურდება, ან დაბინძურების ხარისხი მოიმატებს. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საკმარის დროს, იმისთვის, რომ ყველამ მოასწროს სამუშაოს შესრულება. მასწავლებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათი ნაწერი შესაფასებლად გადაეცემა მეწყვილეს. ექსკურსიის ბოლოს, ნაწერს წარუდგენენ ავტობუსში უკანა გზაზე მგზავრობისას გვერდით მჯდომ თანაკლასელს და საჭიროების შემთხვევაში უპასუხებენ მათ მიერ დასმულ დასაზუსტებელ შეკითხვებს.

ექსკურსიის შემდეგ

ექსკურსიის მეორე დღეს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახარისხებენ მასალასჰერბარიუმისთვის და სამუშაოს დასრულების შემდეგ იკვლევენ სახეობებს. ასევე აჯამებენექსკურსიაზე ნანახს და აკეთებენ თანაკლასელების დავალებების შეფასებებს.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share
ვრცლად »